დილის რადიო

27 დეკემბერი 2023, 10:34 1380 ნახვა

დილის რადიო

27  დეკემბერი  2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება, გადაცემის ანონსი 

ამინდის პროგნოზი 

27 დეკემბრით დათარიღებული ფაქტები და მოვლენები

ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულებულ საქართველოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, აჭარის ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა და საერთო ჯამში 13 მედალი მოიპოვა.

დილის რადიოს სტუმარი: მარად აბულაძე-ბერძნულ -რომაული სტილით ჭიდაობაში აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთვნელი

აკრძალვები ბავშვის აღზრდაში -დღეს ამ თემას ეთმობა თამთა სულაბერიძის რუბრიკა “პროფესია -მშობელი“ რუბრიკის სტუმარია ფსიქოლოგი მეგი სურმანიძე

აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში, იწყება რეგისტრაცია მოკლევადიან პროფესიულ პროგრამაზე „კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი“.

დილის რადიოს სტუმარი : ვახტანგ ბერიძე-აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის დირექტორი  რადიო აჭარის ოქროს ფონდიდან დღეს პოეტ გოგლა ლეონიძის ხმის ჩანაწერს მოისმენთ, დღეს გოგლა ლეონიძის დაბადების დღეა

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში „მაგნოლია 2023“-ის დაჯილდოვება გაიმართა ღონისძიებაზე რეგიონში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდნენ დილის_რადიოს სტუმარი:  რომან ხალვაში - ნომინაციაში "საუკეთესო გიდი" გამარჯვებული.მოლაშქრე გიდების ასოციაციას კი, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბატონი რომანი გახლავთ, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სიგელი გადაეცა.

ქუთაისის სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი კიკბოქსინგში, სადაც წარმატებით იასპარეზეს ბათუმის კიკბოქსინგის აკადემიის სპორტსმენებმა .

დილის რადიოს სტუმრები ვაჟა თურმანიძე - ბათუმის კიკბოქსინგის აკადემიის დამფუძნებელი და მთავარი მწვრთნელი ნიკა მგელაძე და დემეტრე მოდებაძე - საქართველოს ჩემპიონები

ამინდი