დილის რადიოს 2023 წლის ბოლო- წინასაახალწლო გადაცემა

29 დეკემბერი 2023, 11:38 1955 ნახვა

დილის რადიოს 2023 წლის ბოლო- წინასაახალწლო გადაცემა

29 დეკემბერი 

გადაცემის სრული ჩანაწერი 

მისალმება 

#29 დეკემბერის ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან.

#სპორტის სიახლეები- წლის შემაჯამებელი 

#დილის რადიოს სტუმარი: ნატო ორაგველიძე - ბათუმის რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის დირექტორი. რამდენიმე დღის წინ ქალბატონი ნატო ბათუმის მერიამ ნომინაციაში „წლის ხელოვანი“ გამარჯვებულად დაასახელა, მისი სკოლის მოსწავლებმა და პედაგოგებმა კი წლის განმავლობაში არაერთი წარმატება მოიპოვეს

#ახალ წელს გვილოცავენ  ბაჩი მიქელაძე-ბათუმის მერიის კონკურსის ნომინაციაში "წლის ახალგაზრდა ხელოვანი" გამარჯვებული, ბათუმის რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის წარჩინებული მოსწავლე და არინა ვასილიევა -ბათუმის რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის კურსდამთავრებული

#ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრისთვის 2023 წელი თეატრალური ფესტივლებით დატვირთული, წარმატებული და გამორჩეული იყო  დილის რადიოს  სტუმრები:ირაკლი კიკვაძე- ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი  და  ალექსანდრე გაბაიძე- იგივე გრინჩი -საახალწლო სპექტაკლის მთავარი პერსონაჟი, რომელიც ძალიან შეიყვარა მაყურებელმა.

#ახალ წელს გვილოცავენ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასის წევრები

ფრაგმენტის საახალწლო სპექტაკლისა "გრინჩი"

#როგორ ვაქციოთ ჩვენი შვილებისთვის შობა- ახალი წელი დაუვიწყარ დღესასწაულად -ამ თემას ეთმობა #თამთა სულაბერიძის რუბრიკა „პროფესია მშობელი“  რუბრიკის სტუმარი: ფსიქოლოგი მარიამ ნანაძე

# დილის რადიოს სტუმრები: ნონა დიასამიძე -ბათუმის კულტურის ცენტრთან არსებული გოგონათა ვოკალური გუნდის რეპეტიტორი, ნომინაციაში "ხელოვანი ბათუმისთვის" გამარჯვებული , სტუდია "ზღვის შვილების" მუსიკალური ხელმძღვანელი, შვილთან -რუსა თავართქილაძესთან ერთად

#დილის რადიოს სტუმრები ბათუმის ჯაზ ბიგ- ბენდის პიანისტი თინი წულაძე და მომღერალი მერი ქედელიძე. რამდენიმე დღის წინ ბათუმის მერია წლის წარმატებული ხელოვანები დაასახელა, ბათუმის ჯაზ ბიგ- ბენდი წლის კოლექტივად აღიარეს , თინი წულაძე კი წლის წარმატებული ხელოვანი გახდა

#როგორ ხვდებოდნენ ჩვენი წინაპრები ახალ წელს, რა წეს-ჩვეულებები ჰქონდათ და დღეს რა შემორჩა ამ ტრადიციებიდან

#დილის რადიოს გადაცემის სტუმარი:  ნაილე მიქელაძე- ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

#საახალწლო მილოცვა

#ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ბათუმის სალოტბარო სკოლა და მისი ხელმძღვანელი გიორგი ჩხარტიშვილი

#სოფო დარჩიას რუბრიკა „რადიო რჩევები“ . 2024 წლის მოდის ტენდენციები  რუბრიკის სტუმარი: დიზაინერი თაკო მექვაბიძე

საახალწლო მილოცვა

#ვახტანგ გორდაძე-კომპოზიტორი, ბათუმის ჯაზ ბიგ- ბენდის სამხატვრო ხელმძღვანელი. რამდენიმე დღის წინ ბათუმის მერიამ წლის წარმატებული ხელოვანები დააჯილდოვა, ნომინაციაში „წლის ხელოვანი“ გამარჯვებულია ვახტანგ გორდაძე გახდა

#მილოცვები, სურვილები-  შობა-ახალი წელი წარმოუდგენელია მათ გარეშე ,

დილის რადიოს  სტუმრების მილოცვებს რადიო  „აჭარის“  წამყვანები უერთდებიან