დილის რადიო

23 იანვარი 2024, 10:15 1195 ნახვა

დილის რადიო

23 იანვაერი    2024 წელი

გადაცემის სრული ჩანაწერი 

მისალმება, გადაცემის ანონსი

ამინდის პროგნოზს გაგაცნობთ კობა ფარტენაძე 

არა ერთი საინტერესო ფაქტი და მოვლენა თარიღდება23 იანვრით. დღეს კალიგრაფიის, ხელით წერის საერთაშორისო დღეა, დღეს 114 წელი შეუსრულდებოდა ჯანგო რეინჰარდტს, რომელიც XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მუსიკოსად ითვლება. კიდევ რამდენიმე საინტერესო თარიღზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

უმცროსი სერჟანტი, ბათუმელი ჯონი თოფურია სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში 2023 წლის 10 საუკეთესო ქართველ სპორტსმენთა შორის დასახელდა. დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე პარაკარატისტია, რომელიც ოთხგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია. გარდა ამ თემისა დღეს ვისაუბრებთ , საქართველოს კარატეს გაერთიანებული ეროვნული ფედერაციის 2024 წლის გეგმებზე.

დილის რადიოს სტუმარი: გოჩა სურმანიძე - საქართველოს კარატეს გაერთიანებული ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი და ჯონი თოფურიას პირადი მწვრთნელი

მოხალისეობრივი ინიციატივების მცირე საგრანტო კონკურსის შესახებ ვისაუბრებთ , კონკურსი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა გამოაცხადა . განაცხადების მიღება 26 იანვრის ჩათვლით არის შესაძლებელი.უფრო მეტს კონკურსის შესახებ გავიგებთ ჩვენი სტუმრისგან .

პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ნათია ნამიჭეიშვილი-განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.

დღეს სამშაბათია და ტრადიციულად დილის რადიოს ეთერში მოისმენთ სალომე ბეჟანიძის რუბრიკას „მარსელ პრუსტის კითხვარი“ . რუბრიკის სტუმარია მუსიკოსი გიგა ცინცაძე

რადიო აჭარის ოქროს ფონდიდან დღეს პოეტ ფრიდონ ხალვაშის ერთ მოგონებას შემოგთავაზებთ

როგორც აღვნიშნეთ , დღეს მსოფლიო  ხელით წერის დღეს აღნიშნავს. ხელით წერის ტრადიცია სამწუხაროდ ნელ-ნელა მნიშვნელობას კარგავს. ხელნაწერები, რომელსაც ისტორიული ღირებულება აქვს- ამ თემაზე

გადაცემის სტუმარი: ბსუ-ს პროფესორი რამაზ ხალვაში 

როგორ შეიქმნა პიკასოს გერნიკა -ამ თემას ეთმობა დღეს გიორგი ლორიას რუბრიკა „არტფაილი“

ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად