"ექშენის" ჟანრის ახალი ენა

21 იანვარი 2024, 12:35 1245 ნახვა

"ექშენის" ჟანრის ახალი ენა

ფილმის შემქმნელებმა მოახერხეს და გააჩინეს კომიქსის ტიპის სამყარო - კრიმინალური ანდერგრაუნდი, სადაც გარკვეული წესები, კოდექსი და ეთიკა მოქმედებს, რაც კარგად ჩანს სასტუმრო "კონტინენტალის" მაგალითზე, რომელსაც მკაცრად განსაზღვრული კანონები აქვს. ეს ქილერების სამყაროა, ქსელი თავისი ვალუტით, ტყვიაგაუმტარი გლამურული კოსწიუმებით, მკერავებით, ექიმებით... მთელი ეკოსისტემით. ეს სამყარო არ არის დამალული, პირიქით, ისინი მოქმედებენ მუზეუმებში, ისტორიული ძეგლებისა და ხელოვნების შედევრების ფონზე.