დილის რადიო

26 იანვარი 2024, 10:19 2812 ნახვა

დილის რადიო

26 იანვარი    2024 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება, გადაცემის ანონსი

ამინდის უტყუარი პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

დღეს გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღეა, დღეს მებაჟეები მთელი მსოფლიოდან პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავენ, 26 იანვარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეა . 26 იანვრით სხვა არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტი და მოვლენა თარიღდება , მათ შესახებაც ვისაუბრებთ

დღეს ელდარ შენგელაიას დაბადების დღეა. სიკეთით, იუმორით, ირონიით და მზით გამთბარი კინოშედევრების რეჟისორი დღეს 90 წლის გახდა. მის ნამუშევრებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია ფილმს „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“. სწორედ ამ ფილმს და გია ყანჩელის განუმეორებელ მუსიკას ეთმობა დღეს რუბრიკა „კინომუსიკა“ (

#ლენა ჭაღალიძის რუბრიკაში „მოკლე ისტორიები“ დღეს მებაჟე ზურაბ ინასარიძეს გაიცნობთ

#გარემოსდაცვითი განათლება

#დილის_რადიოს სტუმარი: ნარგული ასანიძე - ბსუ-ს ტექნოლოგიის ფაკულტეტის აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ეკოლოგი

რუბრიკა- რადიო აჭარის ოქროს ფონდი დღეს პოეტ ზურაბ გორგილაძეს დაეთმობა,, ბატონი ზურაბი რადიოს ხშირი სტუმარი იყო და ჩვენს ფონდში მისი ხმის არაერთი ჩანაწერი ინახება

#ბათუმში მულტიფუნქციური სოციალური საწარმო იხსნება

#დილის რადიოს სტუმარი: სოციალური საწარმო- მეწარმეთა განვითარების ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ეკა თარგამაძე

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად -ინფორმაციები 

ამინდის პროგნოზი