დილის რადიო

06 თებერვალი 2024, 11:10 1074 ნახვა

დილის რადიო

6 თებერვალი 2024 წელი 

მისალმება გადაცემის ანონსი

ამინდის პროგნოზი

დღეს ბარმენის საერთაშორისო დღეა. დღეს აღინიშნება უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღე. დღეს ასევე აღინიშნება მობილურ ტელეფონებზე უარის თქმის დღე. იამაიკაზე დღეს ბობ მარლის დღეა, თუმცა ეს დღესასწაული დიდი ხანია გასცდა იამაიკის საზღვრებს. ბობ მარლის გავიხსენებთ

რუბრიკა: ერთი ჰიტის ისტორია-Bob Marley - One Love

6 თებერვლით კიდევ არაერთი გამორჩეული ფაქტი და მოვლენაა დათარიღებუ;ლი .მათგან რამდენიმეზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.

#სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად საქართველოს შოტოკან კარატე დოს ეროვნული ნაკრები მოახლოებული ჩემპიონატისთვის ემზადება. როგორია მზადების პროცესი და წლის კალენდარი ?

#დილის რადიოს სტუმარი: ნოდარ ხაჯიშვილი - შოტოკან კარატე დოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი

#დღევანდელ გდაცემაში ვისაუბრებთ ცეკვა „განდაგანას“ I საერთაშორისო კონკურსზე. კონკურსი ქართული ქორეოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა .უფრო მეტს კონკურსის შესახებ გავიგებთ ჩვენი სტუმრებისგან .

#პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვებიან :  ზაზა მჟავანაძე-ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი და მანანა უშიკიშვილი-ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე

#დღეს სამშაბათია და ტრადიციულად დილის რადიოს ეთერში მოისმენთ სალომე ბეჟანიძის რუბრიკას „მარსელ პრუსტის კითხვარი“ . რუბრიკის სტუმარია ეკონომისტი გოჩა თურმანიძე

#მზადება პრემიერისთვის

10 თებერვალს ბათუმის დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე მაყურებელი ნახავს სპეატაკლს „ემიგრანტები“ სლავომირ მროჟეკის პიესის მიხედვით

#დილის რადიოს სტუმრები: სპექტაკლის რეჟისორი გაგა გოშაძე და მსახიობი ზაალ გოგუაძე

#ბიგ მამა თორნტონის ბლუზი -ამ თემას ეთმობა დღეს გიორგი ლორიას რუბრიკა „არტფაილი“

ამინდის პროგნოზი