დილის რადიო

14 თებერვალი 2024, 10:51 900 ნახვა

დილის რადიო

14 თებერვალი 2024 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება , გადაცემის ანონსი 

ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად

14 თებერვლით დათარიღებული ფაქტები და მოვლენები 

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

#17 თებერვალი ქართული MMA-სთვის ისტორიული დღეა. UFC 298-ზე ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ერთმანეთს ილია თოფურია და ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაუპირისპირდებიან. ამავე ქარდზე მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ იჩხუბებს და გამარჯვების შემთხვევაში მერაბიც სავარაუდოდ სატიტულო ბრძოლას მიიღებს. როგორი მოლოდინები აქვთ ქართველ მებრძოლებს ?

#დილის რადიოს სტუმრები: ხვიჩა ქორიძე - ბათუმის საბრძოლო აკადემიის მთავარი მწვრთნელი , MMA-ს მებრძოლი გოჩა შაინიძე - MMA-ს მებრძოლი , GFC-ს ჩემპიონი

#როგორ ვასწავლოთ ბავშვებს პირადი საზღვრების მნიშვნელობა ადრეული ასაკიდან?·-ამ თემას ეთმობა დღეს თამთა სულაბერიძის რუბრიკა „პროფესია -მშობელი’’ - #რუბრიკის სტუმარია,ფსიქოლოგი მარიამ ათაბაგი

#მე-13 ლიტერატურული კრებული ინგას უბნიდან-"ისევ ერთად", რომელშიც 17 ავტორია გაერთიანებული,

#დილის რაადიოს სტუმრები პროზაიკოსი, რედაქტორ-გმომცემელი ინგა გოგიბერიძე და პოეტი  მაყვალა დავლაძე

#14 თებერვლას სიყვარულის დღის აღნიშვნა , ვალენტინობა საქართველოში ერთგვარ წესად დამკვიდრდა. მის მიმართ დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში -არაერთგვაროვანია, ამ თემაზე ბევრს აღარ ვისაუბრებთ და ერთ საოცარ ჩანაწერს შემოგთავაზებთ ჩვენი ოქროს ფონდიდან, ვფიქრობთ, რომ მისი მოსმენით ძალიან სასიამოვნო და ამაღლებულ განწყობას შეიქმნით

#ფოტოგრაფიის ბანაკი

#დილის_რადიოს სტუმარი: ნინო ხალვაში -ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პროექტების სამსახურის წარმომადგენელი

ამინდის პროგნოზი