დილის რადიო

16 თებერვალი 2024, 10:54 1079 ნახვა

დილის რადიო

16 თებერვალი  2024 წელი

მისალმება, გადაცემის ანონსი

ამინდის უტყუარი პროგნოზი კობა ფარტენაძისგან 

#16 თებერვლით დათარიღებულ ფაქტებსა და მოვლენებზე ვისაუბრებთ დღეს მათემატიკისა და მექანიკის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებლის ნიკოლოზ მუსხელიშვილის დაბადების დღეა. ჯეიმს ედვარდ ინგრემს მოვუსმენთ, დღეს მისი დაბადების დღეა

#16 თებერვლით სხვა არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტი და მოვლენა თარიღდება , მათ შესახებაც ვისაუბრებთ

#სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება ირანის ქალაქ თავრიზში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ირანულ ჭიდაობაში ფაჯრის თასი. 60 კგ. წონით კატეგორიაში ქედელმა სპორტსმენებმა იიასპარეზეს - მარად გორგაძემ ვერცხლის, ხოლო დავით ფარტენაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დილის რადიოს სტუმარი ჯემალ წულუკიძე - აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს ეროვნული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი

#ლენა ჭაღალიძის რუბრიკაში „მოკლე ისტორიები“ დღეს სოციალური საწარმოს “ბურდღუნა” დამაარსებელ არკადი დავითაძეს შეხვდებით 

#პოეზიის საღამო თავისუფალ სივრცეში დილის რადიოს სტუმრები: ჟანა ანანიძე-პოეტი, არჩილ თავდგირიძე.-თავისუფალი სივრცის სოციალური ღონისძიებების მენეჯერი

#დღეს ბათუმის თანამედროვე ხელოვენების სივრცეში ლენა ჭაღალიძის ფილმის „ მონიკა“ ჩვენება გაიმართება დილის რადიოს სტუმარი ლენა ჭაღალიძე -ფილმის რეჟისორი

#რა უნდა ვიცოდეთ წითელას შესახებ დილის რადიოს სტუმარი: ნინო გუგუშვილი - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსი

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად ინფორმაციები 

ამინდის პროგნოზი