90-იანი წლების ჰიპ-ჰოპის კულტურული ფენომენი

17 მარტი 2024, 14:49 762 ნახვა

90-იანი წლების ჰიპ-ჰოპის კულტურული ფენომენი

ვუ-ტანგ კლანის 1993 წლის ალბომი ჰიპ-ჰოპის რევოლუციური ძალა გახდა. შეცვალა რეპის ჟღერადობა და ზოგადად, ბიზნესი. თავდაყირა დააყენა აქამდე არსებული წესრიგი. შემოიტანა ახალი ენა და ფაქტობრივად, საკუთარი მუსიკალური ტერიტორია და მითოლოგია შექმნა. ჯგუფი და მათი სადებიუტო ალბომი კულტურულ ფენომენად იქცა.