დილის რადიო

09 აპრილი 2024, 10:20 651 ნახვა

დილის რადიო

9 აპრილი .2024 წელი

გადაცემის სრული ჩანაწერი

დღეს 9 აპრილია-- საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე. 9 აპრილი საქართველოში - უქმედაა გამოცხადებული.  35 წლის წინ, 1989 წლის 9 პრილს საქართველო ერთ მუშტად შეიკრა, ერთად დადგა , რადგან სულს თავისუფლება მოსწყურდა. რუსთაველის გამზირზე მდგომ ადამიანებს ერთმანეთი და საკუთარი სამშობლო ყოველგვარი შიშის გარეშე უყვარდათ. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო .  9 აპრილის მნიშვნელობაზე საქართველოს უახლეს ისტორიაში დღეს ბევრს ვისაუბრებთ .

 გადაცემის ანონსი

 ამინდის უტყუარი პროგნოზით კობა ფარტენაძე 

#9 აპრილი, თარიღი, რომელმაც შეცვალა საქართველოს მომავალი-დღეს ამ თემას დაეთმობა გიორგი ლორიას რუბრიკა „არტფაილი:’“

მოვისმენთ მორის ფოცხიშვილის ლექსზე შექმნილ  ჯემალ სეფიაშვილის სიმღერას ”ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები” , რომელიც ქართველების ერთიანობის სიმბოლოდ იქცა და რომელიც 9 აპრილის სისხლიანი ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში ჩაიწერა. 

#9 აპრილით არაერთი საინტერესო ფაქტი და მოვლენა თარიღდება, მათ შესახებაც ვისაუბრებთ

სპორტის სიახლეებს  სეო წილოსანი გაგვაცნობს 

#ბათუმელი მოკრივე ლანა ბოლქვაძე საბერძნეთში გამართული საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს მედლის მფლობელია. როგორ ჩაიარა ტურნირმა და როგორია ახალგაზრდა მოკრივის უახლოესი გეგმები ?

#დილის რადიოს სტუმარი: ლანა ბოლქვაძე - მოკრივე

#9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე გარდამტეხი აღმოჩნდა

#დილის რადიოს სტუმარი: ჯემალ კარალიძე -ბსუ-ს პროფესორი 

#რუბრიკაში „რადიო „ აჭარის“ ოქროს ფონდი“ მოისმენთ პოეტ ჯემალ ქათამაძის ხმის ჩანაწერს  , რომელიც 1991 წლის 9 აპრილსაა გაკეთებული, როცა 31 მარტს გამართული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. 

#სალომე ბეჟანიძის რუბრიკის „მარსელ პრუსტის კითხვარი“ სტუმარი : მიხეილ კოპლატაძე-აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენრის თავმჯდომარის მოადგილე 

#ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შემოქმედებითი დასი მორიგი პრემიერისთვის ემზადება . მაყურებელი ამჯერად ნახავს სპექტაკლს „მე ვხედავ მზეს“

#დილის_რადიოს სტუმრები: პეტრე ჩარგეიშვილი-დამდგმელი რეჟისორი-და მთავარი როლების შემსრულებლები- დავით მამრიკიშვილი და ხატია ფოფხაძე

სპორტის სიახლეები --ინფორმაციები

ამინდის პროგნოზი