დილის რადიო
9 აპრილი .2024 წელი
გადაცემის სრული ჩანაწერი
დღეს 9 აპრილია-- საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე. 9 აპრილი საქართველოში - უქმედაა გამოცხადებული. 35 წლის წინ, 1989 წლის 9 პრილს საქართველო ერთ მუშტად შეიკრა, ერთად დადგა , რადგან სულს თავისუფლება მოსწყურდა. რუსთაველის გამზირზე მდგომ ადამიანებს ერთმანეთი და საკუთარი სამშობლო ყოველგვარი შიშის გარეშე უყვარდათ. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო . 9 აპრილის მნიშვნელობაზე საქართველოს უახლეს ისტორიაში დღეს ბევრს ვისაუბრებთ .
გადაცემის ანონსი
ამინდის უტყუარი პროგნოზით კობა ფარტენაძე
#9 აპრილი, თარიღი, რომელმაც შეცვალა საქართველოს მომავალი-დღეს ამ თემას დაეთმობა გიორგი ლორიას რუბრიკა „არტფაილი:’“
მოვისმენთ მორის ფოცხიშვილის ლექსზე შექმნილ ჯემალ სეფიაშვილის სიმღერას ”ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები” , რომელიც ქართველების ერთიანობის სიმბოლოდ იქცა და რომელიც 9 აპრილის სისხლიანი ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში ჩაიწერა.
#9 აპრილით არაერთი საინტერესო ფაქტი და მოვლენა თარიღდება, მათ შესახებაც ვისაუბრებთ
სპორტის სიახლეებს სეო წილოსანი გაგვაცნობს
#ბათუმელი მოკრივე ლანა ბოლქვაძე საბერძნეთში გამართული საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს მედლის მფლობელია. როგორ ჩაიარა ტურნირმა და როგორია ახალგაზრდა მოკრივის უახლოესი გეგმები ?
#დილის რადიოს სტუმარი: ლანა ბოლქვაძე - მოკრივე
#9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე გარდამტეხი აღმოჩნდა
#დილის რადიოს სტუმარი: ჯემალ კარალიძე -ბსუ-ს პროფესორი
#რუბრიკაში „რადიო „ აჭარის“ ოქროს ფონდი“ მოისმენთ პოეტ ჯემალ ქათამაძის ხმის ჩანაწერს , რომელიც 1991 წლის 9 აპრილსაა გაკეთებული, როცა 31 მარტს გამართული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.
#სალომე ბეჟანიძის რუბრიკის „მარსელ პრუსტის კითხვარი“ სტუმარი : მიხეილ კოპლატაძე-აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენრის თავმჯდომარის მოადგილე
#ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შემოქმედებითი დასი მორიგი პრემიერისთვის ემზადება . მაყურებელი ამჯერად ნახავს სპექტაკლს „მე ვხედავ მზეს“
#დილის_რადიოს სტუმრები: პეტრე ჩარგეიშვილი-დამდგმელი რეჟისორი-და მთავარი როლების შემსრულებლები- დავით მამრიკიშვილი და ხატია ფოფხაძე
სპორტის სიახლეები --ინფორმაციები
ამინდის პროგნოზი