2023 წლის არასათანადოდ აღიარებული ჩანაწერები...

07 აპრილი 2024, 16:41 149 ნახვა

2023 წლის არასათანადოდ აღიარებული ჩანაწერები...

თუკი ბოლო პერიოდში „FM ფანტაზიებისთვის“ მოგისმენიათ, გეცოდინებათ, რომ გასული გადაცემების სპეც-თემა იყო „2023-ის საუკეთესო კომპოზიციები“ და ერთერთი პრესტიჟული მუსიკალური პრემიის, გრემის ლაურეატი ჩანაწერები და მათი ავტორები... ვისაუბრე კრიტერიუმებზე, მიზეზებზე და ღირებულებებზე, თუ რის გამო გამოარჩიეს ისინი, ინდუსტრიის პროფესიონალებმა მუსიკალური სამყაროს უკიდეგანო სივრცეში. თუმცა, ამჯერად, მინდა პოპ-თემატიკას განვერიდო და წარმოგიდგინოთ გასული წლის ძალზედ საინტერესო, მაგრამ არასათანადოდ შეფასებული ალბომები და მათი შემადგენელი კომპოზიციები. გაზვიადების გარეშე ვამბობ: ამ კოლექციაში საკუთარ ფავორიტს იპოვის ნებისმიერი მუსიკალური ჟანრის მოყვარული. Dream-პოპის ახალი იმედები, კონცენტრირებული ბით-ტეიპები, ბრისტოლის ინდუსტრიული ექო და ფანკის იდეოლოგიური გადახედვა - ეს მხოლოდ მცირე ჟანრობრივი ნაწილია იმისა, რასაც ამ „ფმ ფანტაზიებში“ შემოგთავაზებთ...