დილის რადიო

24 აპრილი 2024, 10:58 1184 ნახვა

დილის რადიო

24 აპრილი .2024 წელი

გადაცემის სრული ჩანაწერი

.მისალმება, გადაცემის ანონსი

ამინდის უტყუარ პროგნოზს ;ტრადიციულად, კობა ფარტენაძე გაგვაცნობს

24 აპრილით დათარიღებულ ფაქტებსა და მოვლენებზე ვისაუბრებთ 

# სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება ბულგარეთმა შოტოკან კარატეში მე-14 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. ჩვენი სპორტსმენების ანგარიშზე 2 ოქროს , 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია . როგორ აფასებენ შედეგებს და როგორია სამომავლო გეგმები?

#დილის რადიოს სტუმრები: გოჩა სურმანიძე - საქართველოს კარატეს გაერთიანებული ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლევან თედორაძე - მსოფლიო ჩემპიონი ვეტერანთა შორის , მწვრთნელი 

#რა არის მენინგიტი და როგორ უნდა ამოვიცნოთ დაავადება 24 აპრილი მენინგიტის მსოფლიო დღეა

#დილის_რადიოს სტუმარი: შორენა ვაშაძე - ექიმი-ნევროლოგი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი 

#ცურვა და მისი სარგებელი ბავშვებისთვის -დღეს ამ თემას ეთმობა თამთა სულაბერიძის რუბრიკა “პროფესია -მშობელი“ # რუბრიკის სტუმარია ცურვის მწვრთნელი გიორგი ქათამაძე.

 # რუბრიკა რადიო აჭარის ოქროს ფონდი დღეს ანა კალანდაძის პოეზიას ეთმობა ანა კალანდაძე სიცოცხლეშივე აღიარეს სახალხო პოეტად, მის პოეზიაზე მომავალში, ალბათ, კიდევ მეტი ითქმება, ვიდრე თქმულა. დღეს ანა კალანდაძის საოცარი შემოქმედებიდან ერთ ლექსს შემოგთავაზებთ , რომელიც ოქროს ფონდში ინახება და რომელიც ბათუმში გამართულ ლიტერატურულ საღამოზეა გაკეთებული,

#საბიბლიოთეკო კვირეული

#დილის_რადიოს სტუმარი :ნატალია ჭყონია-ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე 

# რუბრიკაში კინომუსიკა დღეს გავიხსენებთ ფილმს „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“, რომელიც ეკრანებზე 1984 წელს გამოვიდა. ფილმის რეჟისორი ელდარ შენგელაიაა. მუსიკა გია ყანჩელმა შექმნა . ფილმი გადაღებულია რეზო ჭეიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით, დღეს რეზო ჭეიშვილს 91 წელი შეუსრულდებოდა 

სპორტის სიახლეები 

ამინდის პროგნოზი