29 აპრილი 2024, 10:51 472 ნახვა

დილის რადიო

29 აპრილი ,   2024 წელი

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება - და გადაცემის ანონსი. 

ამინდის უტყუარ პროგნოზს, ტრადიციულად, კობა ფარტებაძე გაგვაცნობს

#დღეს იმუნოლოგიის საერთაშორისო დღეა , #1982 წლიდან 29 აპრილი ცეკვის საერთაშორისო დღეა, #დღეს ჯაზის სამყარო ლეგენდარული პიანისტის, კომპოზიტორის და ბენდის ლიდერის, დიუკ ელნგტონის დაბადებიდან 125 წელს აღნიშნავს.

29 აპრილით დათარიღებულ სხვა მნიშვნელოვან და საინტერესო ფაქტებზეც ვისაუბრებთ

#სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად # აჭარის მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებმა წარმატებილად იასპარეზეს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს 33-ე ჩემპიონატზე. ლულუ დიასამიძემ 18 წლამდე გოგონათა შორის 9-დან 7 ქულით საქართველოს ჩემპიონის ტიტული და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. 14 წლამდე გოგონათა შორის კი 9-დან 7.5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა მარიამ კალანდაძე, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

#დილის რადიოს სტუმრები ლულუ დიასამიძე - საქართველოს ჩემპიონი მარიამ კალანდაძე- საქართველოს ვიცე-ჩემპიონი თენგო დიდმანიძე - მწვრთვნელი 

#ჭკვიანი სახლი- ამ თემას ეთმობა დღეს ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი‘ რუბრიკის სტუმარი: გიორგი ცხვიტავა - "ჰოუმის" გენერალური დირექტორი

რუბრიკაში „მუზეუმი“ დღეს მოგიყვებით ცნობილ ტილოებზე დაფარული დეტალების შესახებ

#რუბრიკა~ „რადიო აჭარის ოქროს ფონდი“ გამოჩენილ ქართველ მსახიობს-აკაკი ხორავას ეთმობა, დღეს მისი დაბადებიდან 129 წელი შესრულდა . აკაკი ხორავას ხმის ჩანაწერი , რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ 1971 წელსაა გაკეთებული ბათუმში ,მსახიობის საიუბილეო საღამოზე 

სპორტის სიახლეები ინფორმაციები

#გუშინ ბათუმობის დღესასწაულზე სასაპატიო ბათუმელების წოდება მიენიჭათ მათ, ვისაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის წინაშე

#დილის რადიოს სტუმარი::საპატიო ბათუმელი, პოეტი ბელა ქებურია, 

#დღეს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება მსოფლიოში აღიარებული პიანისტი თამარ ლიჩელი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავს.

#დილის რადიოს სტუმარი : პიანისტი თამარ ლიჩელი

#ამინდის პროგნოზით, გადაცემის მიწურულს კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება