024 წლის გრემის ლაურეატ ალბომები | FM - ფანტაზიები | 27. 04.2024

27 აპრილი 2024, 14:39 129 ნახვა

024 წლის გრემის ლაურეატ ალბომები | FM - ფანტაზიები | 27. 04.2024

ყოველი თვის მიწურულს, ანუ, ფმ ფანტაზიების საეთერო დროის შესაბამისად, ბოლო შაბათ-კვირას, ღირშესანიშნავ ახალი ალბომების სრულად ან/და თითოეული კომპოზიციის ფრაგმენტულად მოსმენის საშუალებას გაძლევთ. სპეც-თემად კი 2024 წლის გრემის ლაურეატ ალბომები შევარჩიე, რადგან დარწმუნებული ვარ გაინტერესებთ რა კრიტერიუმებით გამოარჩიეს ისინი ინდუსტრიის პროფესიონალებმა, მუსიკალური სამყაროს უკიდეგანო სივრცეში. დღეს თქვენთან ერთად მოვუსმენ ბრიტანელი პროდიუსერის, შემსრულებლის, კომპოზიციატა ავტორისა და დიჯეის Fred again..-ის რიგით მესამე ალბომს - Actual Life 3 (January 1 - September 9 2022)-ს ლიდერს კატეგორიაში “საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომი”. ეს არის აუდიო-დღიურთა სერიის მესამე ნაწილი, წინა ორი 2021 წლითაა დატარიღებული. ამჯერად „ Actual Life 3“ აღწერს მუსიკოსის გარშემო მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით განვითარებულ მოვლენებს.