„გრემი 2024-ის ლაურეატი ჩანაწერები“ | FM - ფანტაზიები | 28. 04.2024

28 აპრილი 2024, 14:43 133 ნახვა

„გრემი 2024-ის ლაურეატი ჩანაწერები“ | FM - ფანტაზიები | 28. 04.2024

ყოველი თვის ბოლო შაბათ-კვირას „ფმ ფანტაზიების“ რუბრიკით „რელიზი“ წარმოგიდგენთ ალბომებს სრულად. ამჟამად ვაგრძელებთ სპეც-თემას „გრემი 2024-ის ლაურეატი ჩანაწერები“. დღევანდელი რჩეულია რიგით 66-ე დაჯილდოვების 3 ნომინაციის გამარჯვებული მუსიკოსის ქილერ მაიკის სტუდიური ნამუშევარი „Michael“. რეპერმა გრემის სამი ოქროს გრამოფონი მიიღო - კატეგორიებში "საუკეთესო რეპ ალბომი" (მაიკლ), "საუკეთესო რეპ სიმღერა" და "საუკეთესო რეპ შესრულება" კომპოზიციისთვის Scientists & Engineers, შესაბამისად მან მოიგო ყველა ნომინირებულ კატეგორიაში. წლის მთავარ მუსიკალურ მოვლენას - გრემის 66-ე დაჯილდოებას უკვე ტრადიციულად ხმაურიანი სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია. ცერემონიის დასრულებისთანავე ქილერ მაიკი პოლიციელთან ჩხუბისთვის დააკავეს, რის გამოც დაჯილდოვების ადგილიდან ხელბორკილებით განყოფილებაში გადაიყვანეს. სხვათა შორის, იყო კიდევ ერთი ძალიან სახალისო კაზუსი! ვიღაც უყურადღებო პროფესიონალმა, ან, რომელიმე ძალზედ მონდომებულმა სტაჟიორმა, რომელიც მართავს მათ სოციალურ ქსელს, დაუშვა შეცდომა და გრემის ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა არასწორი ტვიტი, რომელშიც "საუკეთესო რეპ სიმღერის" კატეგორიაში გამარჯვებას ნიკი მინაჟს ულოცავდნენ, იგი ასევე გამარჯვებულთა სიაში იყო გრემის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც, რაზე დაყრდნობითაც Google-ის საძიებო სისტემაშიც, ყველგან, საუკეთესო რეპ-სიმღერის ავტორად ნიკი მინაჟი ეწერა. ეს მისთვის პირველი გრემი იქნებოდა, თუმცა, რეალობა სამარცხვინო შეცდომა აღმოჩნდა და ჯილდო სახლში, უფრო სწორედ, საპატიმროში, Killer Mike-მა წაიღო. ვუსმენთ ალბომ „მაიკლს“ რადიო აჭარის ეთერში.