მამუკა ცერცვაძე I ჩემი ალტერნატივა

05 მაისი 2024, 17:22 143 ნახვა

მამუკა ცერცვაძე I ჩემი ალტერნატივა

მამუკა ცერცვაძე 6 წლის ასაკში, მშობლიურ ოზურგეთში მისივე ინიციატივით კლასიკური ფორტეპიანოს შესწავლას შეუდგა. თუმცა 11 წლისამ გიტარა აღამოაჩინა და გეგმებიც შეიცვალა. სხვადასხვა მუსიკალური ჟანრების მოსინჯვის შემდეგ არჩევანი იმპროვიზაციულ ჯაზ მუსიკაზე შეაჩერა.
მამუკამ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ერასმუსის გაცვლითი პროგრამით დანიის სამეფო აკადემიაში განაგრძო სწავლა. მან ბაკალავრიატის 4 წელი დახურა და   ახლა მაგისტრატურაზე აგრძელებს სწავლას. მისი ინსტრუმენტი კვლავაც გიტარაა.
სამშობლოდან დაცილებული ნოსტალგიას ქართული ტრადიციული მუსიკის, მათ შორის საგალობლების სმენით იქარვებდა. ამასთან ეს თემები გიტარაზე მოსინჯა და ასე შეიქმნა მისი სადებიუტო მცირე ალბომი „
ვაზი“. მამუკასთან ერთად კომპოზიციებზე მისმა უცხოელმა თანაკურსელებმა (რომლებიც მამუკას მსგავსად სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან ჩასული დანიაში სასწავლებლად) იმუშავეს. ახალგაზრდა მუსიკოსს ღრმად სწამს, რომ უცხოელი მსმენელისთვის ქართული სულიერი და კუტურული საგანძურის ნიმუშებთან ამ გზით გაცნობა, მასში უფრო დიდ ინტერესს გააჩენს.