დილის რადიო

14 მაისი 2024, 10:44 1251 ნახვა

დილის რადიო

14 მაისი .2024 წელი

გადაცემის სრული ჩანაწერი 

მისალმება გადაცემის ანონსი 

ამინდის პროგნოზი

14 მაისით დათარიღებული მნიშვნელოვანი ფაქტები და მოვლენები  #დღეს თამარობაა . #დღეს კინოსა და თეატრის მსახიობს - სალომე ყანჩელს 103 წელი შეუსრულდებოდა. 14 მაისით დათარიღებულ სხვა საინტერესო გაქტებსა და მოვლენებზეც ვისაუბრებთ 

#სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად ესტონეთის ქალაქ მაარდუში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი ასაკობრივ მოკრივეთა შორის,სადაც მონაწილეობა მიიღო აჭარის ნაკრების წევრებმაც. როგორ ჩაიარა შეჯიბრებამ და როგორია სამომავლო ტურნირების კალენდარი ?

#დილის რადიოს სტუმრები : გელა აბაშიძე - აჭარის მოკრივეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიმა ფუტკარაძე - საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი k

#დღეს სამშაბათია და ტრადივიულად დილის რადიოს ეთერში მოისმენთ სალომე ბეჟანიძის რუბრიკას „მარსელ პრუსტის კითხვარი“

#რუბრიკის სტუმარია რადიო აჭარის შემეცნებით- მუსიკალური გადაცემის რედაქტორი ნინო სადრაძე

#ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ორნანო“ 55 წლისაა, დღეს 14 საათზე კინოთეატრ აპოლოში ორნანოს შესახებ მომზადებული ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართება , "ორნანო-ს წევრი დათო ბერიძის მოგონება და სიმღერა ანსამბლის შესრულებით 

#რუბრიკაში „რადიო აჭარის ოქროს ფონდი“ დღეს ქართველ პოეტსა და პროზაიკოსს არჩილ სულაკაურს გავიხსენებთ-შემოგთავაზებთ ჩანაწერს,რომელიც ბათუმში გამართულ ლიტერატურულ საღამოზეა გაკეთებული

#ფაროა სანდერსის ბოლო გასროლა და დამშვიდობება-ამ თემას ეთმობა დღეს გიორგი ლორიას რუბრიკა „არტფაილი“ 

#მაისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა

#დილის რადიოს სტუმარია ფსიქონევროლოგი შორენა ვაშაძე

 

#ამინდის პროგნოზი