ლუი არმსტრონგი - საწყისებთან

12 მაისი 2024, 14:27 505 ნახვა

ლუი არმსტრონგი - საწყისებთან

ლუი არმსტრონგი მე-20 საუკუნის ამერიკული მუსიკის მთავარი ფიგურა გახლავთ. ეს უბრალო სიტყვები არაა. მისი გავლენები ჯაზის მთელ 100 წლიან ისტორიას მოიცავს. და რომ არა ის, ეს მუსიკა დიდი ალბათობით სულ სხვაგვარი იქნებოდა. საჩმომ ჯაზის მუსიკის ცენტრში სოლისტები მოაქცია და ეს მუსიკა ხელოვნებად გარდაქმნა. მანამდე სოლისტები, როგორც ასეთი, გამოკვეთილად არ არსებობდნენ და ჯაზურ მუსიკას მცირე ანსამბლები ასრულებდნენ. მან ასევე შექმნა სვინგის რიტმის საფუძველი და ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპი გახდა ტრადიციული ჯაზისთვის.