Gwatta – Out Of Body, Skazz – MAXE | ჩემი ალტერნატივა | 05.11.2025

05 ნოემბერი 2025, 16:00 705 ნახვა

Gwatta – Out Of Body, Skazz – MAXE | ჩემი ალტერნატივა | 05.11.2025

Gwatta – Out Of Body
 

Gwatta მუსიკოსისა და პროდიუსერის გვანცა ჯაფარიძის ფსევდონიმია. ფართო მსმენელმა იგი როგორც ვოკალისტი გაიცნო სატელევიზიო მუსიკალური კონკურსის საშუალებით. მას შემდეგ მუსიკაში საკუთარი თავის გამოხატვის დიდმა სურვილმა სხვადასხვა მიმართულებებით წაიყვანა გვანცა - იყო ელექტრო-ემბიენტური პროექტი Experimental Uma, თანამშრომლობა ჯგუფ „მწვანე ოთახთან“ (Uma J.-ის სახელით).
Gwatta-ს სახელით  გამოქვეყნებული სოლო ნამუშევარი, ალბომი
Out of Body მრავალი წლის მანძილზე დაგროვებული, მრავალფეროვანი მუსიკალური თუ ტექსტური მასალის თავმოყრაა - აქ გვანცა ერთდროულად ლირიცისტი, მუსიკის ავტორი და პროდიუსერია.

 

 

Skazz – MAXE
 

2021 წელს საბა ვაშაყმაძისას და ნოდო კუპრავას დუეტად ჩამოყალიბებულმა ქუთაისურმა პოსტ-პანკ მიმართუელბის Skazz-მა მალევე მოიხვეჭა პოპულარობა. მათ უცხოურ სცენასაც გაუსინჯეს გემო. მიმდინერე წელს ჯგუფი შეივსო ახალი წევრებით: კოკო ანთელავა (გიტარა), დავით ქაჯაია (ბასი), თორნიკე ჭავჭანიძე (დასარტყამი). ამ განახლებას მალევე მოყვა ახალი, სტილისტურად გამრავალფეროვნებული რეპერტუარი და ალბომი MAXE (მახე).