18 მარტი 2019, 20:00 14820 ნახვა

,ბედნიერი სახლის’’ მშენებლობა და პროექტი "წიგნიერი"... #EmbassyofJapaninGeorgia,,ბედნიერი სახლის’’ მშენებლობას – კავკასიაში პირველ სარეაბილიტაციო ცენტრს სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის – იაპონიის საელჩო დააფინანსებს . საგრანტო კონტრაქტით გათვალისწინებული თანხით, 88 ათას 500 აშშ დოლარით, შესაძლებელი გახდება მშენებლობის მესამე ეტაპის დაწყება.#გადაცემისპირველნაწილში ამ თემაზე ,,ბედნიერი სახლის’’ დაარსების ინიციატორი –„ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდის“ ხელმძღვანელი თინათინ ჩხვიმიანი ისაუბრებს.. ..გადაცემაში ფონდის შვილობილებსაც შეხვდებით . #ჩვენერთადავაშენებთბედნიერსახლს შეგვიძლიათ გადარიცხოთ თანხა ბერი ანდრიას ფონდში ან დარეკოთ ნებისმიერი ქსელიდან 09 01 500 535 (ზარის ღირებულებაა 1 ლარი). #მეორენაწილი - დაეთმობა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტს - "წიგნიერი" ლიტერატურული კონკურსი ბათუმელი მოზარდებისთვის წელს პირველად გაიმართება , რეგისტრაცია კონკურსში მონაწილეობისთვის 4 აპრილამდეა შესაძლებელი - დეტალები დღევანდელ გადაცემაში .. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )