Healer Twins და Killages

18 ოქტომბერი 2020, 16:56 2733 ნახვა

Healer Twins და Killages

Healer Twins - პროფესიით ექიმი ტყუპი დების  თეონა და ლიანა შენგელაიების მუსიკალური დუეტი გახლავთ. დებმა მუსიკალური მოღვაწეობა ემიგრაციაში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ცხოვრებისას დაიწყეს. აქ შედგა მათი პირველი გამოსვლა სცენაზე და ადგილობრივ მუსიკოსებთან და პროდიუსერბთან კოლაბორაციით სადებიუტო ალბომი Instict ჩაიწერა. მათი შემოქმედება ფიუჯენ ჟანრშია გადაწყვეტილი - ტრადიციული რიტმენბლიუზის, სოულის, ადრეული როკის, ორიენტალური მუსიკის ელემენტებით კარგად გაჯერებული. 

Killages - რუსთავის ინდუსტრიული პეიზაჟების წიაღში ჩამოყალიბებული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი Killages  არსებობის სულ რაღაც არასრულ ოთხ წელს ითვლის და ამ ხნის მანძილზე მან საკმაოდ საინტერესო რეპერტუარის და ვიდეო კლიპის შექმნა, არაერთი წარმატებული კონცერტის გამართვა შეძლო. ჯგუფმა ახლახან სადებიუტო ალბომი Original Brothrs გამოსცა.