The WINDOW და LoudSpeakers

26 ოქტომბერი 2020, 17:00 347 ნახვა

The WINDOW და LoudSpeakers

The Window - ჟღერადობით The Window შეიძლება აკუსტიკურ ალტერნატიულ ჟანრს მივაკუთნოთ, თუმცა ჯგუფი არ იზღუდავს თავს სტილისტური მრავალფეროვნებისგან. ვოკალისტის, გიტარისტის და სიმღერების ავტორის ნინო ისაკაძის მღერის მოულოდნელად რბილი და მელანქოლიური მანერა ინგლისურენოვან, მეტად პერსონალური ლირიკის მქონე სიმღერებს თანაგანცდით მუხტავს. არსებობის აგერ უკვე 12 წლის მანძილზე გამორჩეული ხელწერაც შექმნა და ამის წყალობით საკუთრი მსმენელიც შეიძინა. მსმენელი, რომელიც უმალ იქ ჩნდება სადაც „ვინდოუ“ კონცერტს მართავს.

LoudSpeakers - ჯგუფი რომელიც აგერ უკვე ერთი სრული ათწლეულია ალტერნატიული ჟანრის უთვალსაჩინოესი თანამედროვე წარმომადგენლის სტატუსის მფლობელია ახალ, მეორე ალბომს ამზადებს გამოსაცემად. პანდემიის ფეხდაფეხ შემოქმედებითი ცხოვრება LoudSpeakers-ისთვისაც საკმაოდ რთული გამოდგა. თუმცა ის, უცვლელ ლიდერ ლევან ცხვარაძესთან ერთად, იმავე შემართებით საკუთარი მიზნისა და იდეის ერთულებით აგრძელებს არსებობას.
ახალ ალბომს Euphoria ეწოდება.