„უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის" .
# კონტაქტი
ხუთშაბათობით „კონტაქტი“ სხვადასხვა აქტუალურ პროექტს ეთმობა.
საქართველოს სამ რეგიონში აჭარაში , გურიასა და სამეგრელოში , გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით, ახორციელებს ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის" .
პროექტის ფარგლებში საქართველოს ცხრა მუნიციპალიტეტში დასაქმების ბაზრის კვლევა ჩატარდა .
კვლევის შედეგებზე დღევანდელი, 29 აპრილის გადაცემაში ვისაუბრეთ.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლორთქიფანიძე. ტელეფონით გვერთვებოდა გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის წარმომადგენელი , პროექტის კოორდინატორი ოთარ რევიშვილი.