ცესკოს თავმჯდომარის არჩევა 

29 ივლისი 2022, 11:33 689 ნახვა

ვინ გახდება ცესკოს თავმჯდომარე - ამ  წუთებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის  კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.  

თავმჯდომარის პოზიციაზე კონკურსში სულ 5 კანდიდატი მონაწილეობს. რაც შეეხება წევრის ვაკანსიას,  ორ ვაკანტურ პოზიციაზე სულ 7 კანდიდატია წარმოდგენილი. ამ პოზიციებზე შესარჩევი კონკურსი პრეზიდენტმა გამოაცხადა. 

ცესკოს თავმჯდომარეს და  ორ წევრს უფლებამოსილების ექვსთვიანი ვადა  აგვისტოში  ეწურებათ. კონკურსში უკვე მესამედ მონაწილეობს ახლა მოქმედი თავმჯდომარეც.  

წინა ორ შემთხვევაში გიორგი კალანდარიშვილი პარლამენტმა მხოლოდ 6-6 თვიანი ვადით აირჩია.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში