პუტინის ომი უკრაინაში

04 აგვისტო 2022, 10:44 533 ნახვა

უკრაინაში ომი 162-ე დღეა გრძელდება. გუშინ  ხარკოვის რეგიონი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა  uragan MLRS-ით დაბომბა. ამ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიცია იუწყება. თავდასხმის სამიზნე ქალაქის ნემიშლიანსკის რაიონში ადმინისტრაციული შენობა გახდა.

ხარკოვის ოლქის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის უფროსის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რუსული რაკეტა გაანადგურა. სერხი ბოლვინოვის ინფორმაციით, ნარჩენები მოგვიანებით მინდორში აღმოაჩინეს. 

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ფედერაციის ჯარებმა უკრაინაში 26 465 დანაშაულებრივი აგრესია და ომის დანაშაული ჩაიდინეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში