აშშ-ში ათობით პროპალესტინელი მომიტინგე სტუდენტი დააკავეს

16 მაისი 2024, 10:50 292 ნახვა

კალიფორნიის ირვინის უნივერსიტეტში პოლიციამ პროპალესტინელი დემონსტრანტები დააკავა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოკადრებზე ასახულია დაკავებების მომენტი.   

პოლიციის ათამდე განყოფილების  ოფიცერი შეიკრიბა  უნივერსიტეტის კამპუსში მას შემდეგ, რაც სასწავლო დაწესებულების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მათ დახმარების თხოვნით მიმართეს.  

მომიტინგეებმა დაიკავეს სალექციო აუდიტორია, რის გამოც უნივერსიტეტმა ეს ქმედება  ძალადობრივ პროტესტად მიიჩნია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში