ქართული ოცნების ბრიფინგი

05 აგვისტო 2022, 19:42 681 ნახვა

ქსენოფობიურ ნიადაგზე პროვოკაციული ფაქტების ქმედებების მოლოდინზე საუბრობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აჭარაშიც. ტიტე აროშიძე ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, შესაბამისი დავალება ოპოზიციამ თბილისიდან მიიღო. რაც შეეხება განცხადებებს, ბოლო პერიოდში რუსეთის მოქალაქეების აქტიურ შემოსვლას ქვეყენაში, უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ რუსი ტურისტების რაოდენობა კონტროლს ექვემდებარება და შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად მუშაობენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აროშიძის ბრიფინგს აბსურდი უწოდეს და თქვეს, რომ ზოგადად სპეციალურ სამსახურებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ქვეყანაში შემოსულების შესახებ. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში