მთავრობის სხდომა და გადაწყვეტილებები

08 აგვისტო 2022, 17:22 613 ნახვა

ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული საკითხის მიხედვით, 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს თბილისსა და რეგიონებში საკუთრებაში გადაეცემა და დაუკანონდება საცხოვრებელი ბინები, დამხმარე ფართები და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები. -აღნიშნული საკითხი დღეს ერთ-ერთი იყო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე განიხილეს. სხდომაზე აღინიშნა, რომ მთავრობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა.ასევე, განიხილეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვით ორ კომპანიას საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი