ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა

05 დეკემბერი 2025, 14:32 90 ნახვა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს ადამიანის უფლებათა  დაცვის კომიტეტზე მეორე მოსმენით განიხილეს.  

ცვლილების მიხედვით, 2026 წლის 1 მარტიდან უქმდება ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. ამ უწყებების ფუნქციები და უფლება-მოვალეობები სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გადავა. დღესვე კომიტეტის წევრებმა  მეორე მოსმენით განიხილეს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რეაბილიტაციის და მხარდაჭერის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებას.

ინიციატივის მიხედვით, შეიქმნება საჯარო იურიდიული პირი, არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის და მხარდაჭერის ცენტრი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში