ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო - თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულეს

18 აგვისტო 2022, 10:11 125 ნახვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამოსვლა სამი მედლით დაასრულა. ქართველი მოჭიდავეების ანგარიშზე 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ანდრო მარგიშვილი გახდა, ბრინჯაოს მედლები მერაბ სულეიმანაშვილმა და ოთარ ადეიშვილმა მოიპოვეს. 

ხვალ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამოსვლას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ, მედლები კი 20-21 აგვისტოს გათამაშდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში