ზივზივაძემ "კიოლნთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა

19 აგვისტო 2022, 10:44 323 ნახვა

უეფას კონფერენს ლიგის პლეი-ოფში „ფეჰერვარმა“ გასვლაზე  "კიოლნი“ 2:1 დაამარცხა. უნგრელებს მატჩი საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ მოაგებინა.
ბუდუმ გერმანელების წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.

საწყის წუთებში მატჩს "კიოლნი" იგებდა ,თუმცა შემდეგ წითელი ბარათის გამო 10 კაცის შემადგენლობით დარჩნენ.

32-ე წუთზე ზივზივაძემ თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა.
მე-40 წუთზე კი ბუდუმ დარდაის საგოლე გადაცემა გაუკეთა და უნგრელებმა მნიშვნელოვანი გასვლითი შეხვედრა მოიგეს.

"ფეჰერვარს“ საპასუხო  მატჩის წინ უპირატესობა აქვს და ერთი კვირის თავზე საკუთარ მოედანზე ითამაშებს.
28 წლის ზივზივაძეს კონფერენს ლიგაზე 5 მატჩი და 6 გოლი აქვს. 

ბომბარდირთა დავაში  ქართველი ფეხბურთელი მეორე პოზიციაზე იმყოფება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში