ბათუმელი ნიჩბოსნები საქართველოს თასზე იასპარეზებენ

19 აპრილი 2024, 21:08 342 ნახვა

ბათუმის სპორტულ ცენტრთან არსებული ნიჩბოსნობის კლუბის წევრები საქართველოს თასზე იასპარეზებენ. შეჯიბრება ქალაქ ფოთში გაიმართება. ტურნირი ორ ასაკობრივ კატეგორიაში - ახალგაზრდებსა და დიდებში ტარდება. ბათუმელი ნიჩბოსნებისთვის ეს არის წლის პირველი ტურნირი, სადაც ჩვენი გუნდი შვიდი სპორტსმენით - ექვსი ვაჟით და ერთი გოგონათი წარდგება. ამათგან ორი - ირაკლი სულაბერიძე და კარინა ლუკიანენკო საქართველოს ნაკრების კანდიდატები არიან. შეჯიბრება ბაიდარსა და კანოეში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში