ენმ-ის განცხადება 

20 აგვისტო 2022, 11:06 613 ნახვა

ორშაბათს საკრებულომ  ბულვარის დაცვისა და განაშენიანების გენერალური გეგმა უნდა დაამტკიცოს, თუმცა ცნობილია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობას არ მიიღებს.

რეზო ხარაზი აცხადებს, რომ არ აპირებენ მხარი დაუჭირონ დოკუმენტის იმ  ვერსიას, რომელსაც ორშაბათს წარმოადგენენ. მისივე ინფორმაციით,  განაშენიანების გეგმიდან ამოღებულია ამბასადორის პროექტი, რომელიც არაერთი ექსპერტის მიერ უარყოფითად შეფასდა.

ამასთან საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ამტკიცებს, რომ  ბულვარი ვერ შეძლებს იმ გამოწვევებს უპასუხოს, რომელიც დოკუმენტში არის გაწერილი.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში