ენმ-ის განცხადება

20 აგვისტო 2022, 14:40 684 ნახვა

ორშაბათს ბათუმის საკრებულომ  ბულვარის დაცვისა და განაშენიანების გენერალური გეგმა უნდა დაამტკიცოს, თუმცა ცნობილია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობას არ მიიღებს.

რეზო ხარაზი აცხადებს, რომ არ აპირებენ მხარი დაუჭირონ დოკუმენტის არსებულ  ვერსიას. მისივე ინფორმაციით,  განაშენიანების გეგმიდან ამოღებულია ამბასადორის პროექტი, რომელიც  არაერთი ექსპერტის მიერ უარყოფითად შეფასდა. ამასთან საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ამტკიცებს, რომ  ბულვარი ვერ შეძლებს იმ გამოწვევებს უპასუხოს, რომელიც დოკუმენტშია  გაწერილი.  საკრებულოს  დეპუტატი ,,ქართული ოცნებიდან“   ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს  მიმართავს შეწყვიტონ პოლიტიკური სპეკულაციები.

თენგიზ აფხაზავამ მათ  ის  პროექტები  შეახსენა, რომლის მშენებლობასაც მისი თქმით,  პარტია ზღვისპირა ზოლში გეგმავდა  , მათ შორის ამბასადორის ტერიტორიაზე.  თენგიზ აფხაზავა ბულვარის განვითარების გეგმის დოკუმენტთან დაკავშირებით პარტიის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.

რაც შეეხება დოკუმენტიდან ამბასადორის ამოღებას, აფხაზავა აცხადებს, რომ საქმეზე სასამართლო   დავა გრძელდება , რაც მისი თქმით,  გახდა იმის მიზეზი რომ გენგემიდან საკითხი  ამოიღეს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში