სამხედრო წვრთნები ბელარუსის საზღვართან

14 სექტემბერი 2022, 11:55 441 ნახვა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს გაავრცელა ვიდეომასალა, რომელშიც  ბელორუსის საზღვართან სამხედრო წვრთნებში უკრაინული ძალები მონაწილეობენ. ვიდეომასალის თანდართულ ტექსტში ნათქვამია, რომ სამხედრო წვრთნებში ჩართულია უკრაინის ეროვნული გვარდია, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური და უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის ძალები. წვრთნების მიზანი  მოწინააღმდეგის ძალებისგან ტერიტორიების განთავისუფლებისა და გაწმენდის,   ასევე შეიარაღებული ფორმირებების აღმოჩენის, ალყაში მოქცევისა და განეიტრალების მიზნით ერთობლივი მომზადებაა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში