შუალედური არჩევნები სენაკში

01 ოქტომბერი 2022, 14:00 697 ნახვა

სენაკის საკრებულოში ერთი მანდატისთვის იბრძვიან ქართული ოცნებიდან ზაზა ყურაშვილი  და სოციალური სამართლიანობისთვის“ წევრი მამუკა ტუსკაძე.

ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და შუალედურ არჩევნებში არ მონაწილეობს. კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს.  ზაზა ყურაშვილის განცხადებით შუალედური არჩევნების შედეგად  მმართველი გუნდი სენაკის საკრებულოში მყარ უმრავლესობას  შექმნის. მან საბოტაჟი უწოდა სენაკის საკრებულოში ბოლო 1 წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს.

როგორც ყურაშვილმა განაცხადა, ოპოზიცია განწირული იყო მარცხისთვის და არჩევნებში მონაწილეობას თავი აარიდა. "სოციალური სამართლიანობისთვის“ წევრი დარწმუნებულია, რომ თეკლათი-ჭალადიდის მოსახლეობა მას მხარს დაიჭერს. 

მამუკა ტუსკაძის განცხადებით არჩევნები კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს.იმედი აქვს, რომ 2%-ან ნიშნულზე მაღალ შედეგს დადებს მისი პარტია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი