იუნესკოს მიერ ქართული ხორბლის კულტურის კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანა მსოფლიო დონის აღიარებაა - პრემიერი

14 დეკემბერი 2025, 17:28 144 ნახვა

იუნესკოს მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა, ეს არის მსოფლიო დონის აღიარება იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ქართული ხორბლის კულტურის შეტანასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

პრემიერის თქმით, ხორბალი არის ქართული იდენტობის, სულიერებისა და ყოფის განუყოფელი ნაწილი ათასწლეულების განმავლობაში.

„დღეს საქართველოსთვის გამორჩეული და საამაყო დღეა. ინდოეთში, ქალაქ ნიუ-დელიში, იუნესკოს მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება - „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ეს არის მსოფლიო დონის აღიარება იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული - საქართველოში ხორბალი არასდროს ყოფილა მხოლოდ საკვები. ეს არის ჩვენი იდენტობის, ჩვენი სულიერებისა და ყოფის განუყოფელი ნაწილი ათასწლეულების განმავლობაში.

 

საქართველო ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. მსოფლიოში ცნობილი ხორბლის 20 სახეობიდან 15 სწორედ ჩვენს მიწაზე ხარობს, ხოლო 5 მათგანი ენდემურია და მხოლოდ ქართულ მიწაზე მოდის. ეს ბიომრავალფეროვნება ცოცხალი საგანძურია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს.

 

საუკუნეთა განმავლობაში ქართველი ხალხი დაუღალავად შრომობდა, აცხობდა პურს და მისდევდა იმ ტრადიციებს, რომლებიც ოჯახების სიმტკიცეს იცავდა. სწორედ ამ შრომის შედეგია ის უნიკალური მრავალფეროვნება, რომელიც ჩვენს კუთხეებს ამშვენებს და რაც, საბოლოოდ, ჩვენი ერთიანი, მდიდარი ეროვნული კულტურის საფუძველს ქმნის“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი