დეოლიგარქიზაციაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იურიდიულ კომიტეტში

03 ოქტომბერი 2022, 15:03 229 ნახვა

იურიდიული კომიტეტი   დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს განიხილავს.  დღეს დასკვნითი შეხვედრაა, რომელზეც საბოლოო ვერსია კიდევ ერთხელ განიხილეს. შეიმუშავეს  4 კრიტერიუმი,  რომელთა მიხედვითაც პირს მიენიჭება ოლიგარქის სტატუსი, და როგორც მმართველ გუნდში თქვეს, ეს ჩანაწერი გადმოღებულია უკრაინული მოდელიდან. 

დადგენილების პროექტს  საბოლოოდ კენჭი  პარლამენტმა უნდა უყაროს.   

განხილვებში არ მონაწილეობს ოპოზიციის ნაწილი,  ხოლო ის, ვინც ჩართულია, კითხვები მათაც აქვთ.  შეგახსენებთ, დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუს მიენიჭოს.   

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში