რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ყურძნის გარკვეული ჯიშების შვიდ ლარად შესყიდვისას, ღვინის კომპანიის სუბსიდირება კილოგრამზე ოთხი ლარით მოხდება

03 ოქტომბერი 2022, 15:38 212 ნახვა

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული ალექსანდროულისა და მუჯურეთულის შესყიდვისას, ღვინის კომპანიის სუბსიდირება კილოგრამზე ოთხი ლარის ოდენობით მოხდება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც  პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა სხდომაზე 7 საკითხი განიხილეს.

მათივე განმარტებით, განსახილველ საკითხთა შორის იყო ცვლილება „2022 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 25 ივლისის №1327 განკარგულებაში.

"მიმდინარე წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული 1კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის შესყიდვისას განხორციელდება ღვინის კომპანიის სუბსიდირება 4 ლარის ოდენობით; ამასთან, სუბსიდიის მისაღებად ღვინის კომპანია ვალდებული იქნება მევენახეობის სფეროში დასაქმებულ ფიზიკურ პირს ან/და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიულ პირს ალექსანდროულის ან/და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის შესყიდვისას გადაუხადოს არანაკლებ 7 ლარი და შეისყიდოს არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულის ან/და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი; გარდა ამისა, როგორც კახეთის, ასევე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება, რთველის მიმდინარეობისას, ღვინის კომპანიების მიერ განხორციელდება ჩამბარებლებთან შეთანხმებული ინფორმაციის (ყურძნის ჩამბარებელი, ჩასაბარებელი ყურძნის ჯიში და რაოდენობა, ყურძნის ჩაბარების ადგილი და დრო) პორტალზე − portal.wine.gov.ge განთავსების შემდგომ"- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში