საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ბათუმის ტექნოპარკში ტექნოლოგიური კონკურსი დაიწყო. ღონისძიების მიზანია ტურიზმის სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევებისთვის ინოვაციურ, პრაქტიკულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე დაფუძნებული იდეების შექმნა.
ღონისძიებაში მონაწილეობენ 16 წელს გადაცილებული ახალგაზრდები მთელი საქართველოდან: სტუდენტები, სტარტაპერები, დეველოპერები, დიზაინერები და ტურიზმისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაინტერესებული პირები.
მონაწილეები გუნდებად მუშაობენ რეალურ პრობლემებზე, ქმნიან პროტოტიპებს და მათ ჟიურის წინაშე წარადგენენ. კონკურსის გამარჯვებული გუნდი 10 000 ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს, რომელიც იდეის განვითარებას მოხმარდება. გარდა ამისა, პროექტის პარტნიორი კომპანიები რჩეულ გუნდებს დამატებით დააჯილდოებენ.
