საარჩევნო რეფორმაში შესატან ცვლილებებს პარლამენტში განიხილავენ

05 ოქტომბერი 2022, 12:06 772 ნახვა

ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე პარლამენტში მუშაობა გრძელდება.  საარჩევნო რეფორმა დღეს პარლამენტის სესიაზე გადის.

კანონმდებლებმა მას ხმა პირველი მოსმენით უნდა მისცენ. თუმცა ოპოზიცია სიახლის მხარდაჭერას არ აპირებს.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ის ცვლილებები, რომლებსაც კანონპროექტის არსებული ვარიანტი ითვალისწინებს, საარჩევნო სისტემაზე  დადებით გავლენას ვერ მოახდენს.

მათი მტკიცებით, დოკუმენტში არც საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს ითვალისწინებენ. ამ თემაზე ოპოზიცია საგანგებო შეხვედრას აწყობს, რის შემდეგაც გაკეთდება კომენტარები.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში