რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი

06 ოქტომბერი 2022, 10:15 532 ნახვა

რუსებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, სულ 7 სარაკეტო იერიში განხორციელდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

„ოკუპანტებმა საოლქო ცენტრს რაკეტებით შეუტიეს. ინფრასტრუქტურული ობიექტები მტრის სამიზნე გახდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - აცხადებს ალექსანდრე სტარუხი.

უკრაინული მედიის ცნობით, ადგილზე ამ დრომდე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.  მათივე ინფრომაციით, თავდასხმების შედეგად რამდენიმე შენობა განადგურდა.

თავდასხმების შედეგად ქალაქში ხანძარი გაჩნდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში