ჩინეთმა აშშ-ის მიერ ტაივანის სამხედრო დახმარება გააპროტესტა

24 აპრილი 2024, 12:00 235 ნახვა

ჩინეთი აპროტესტებს აშშ-ს კონგრესის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომელიც ტაივანის სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს -ამის შესახებ ნათქვამია ჩინეთის ტაივანის საქმეთა დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ჩინეთმა მოუწოდა შეერთებულ შტატებს შეასრულოს თავისი ვალდებულება, არ დაუჭიროს მხარი "ტაივანის დამოუკიდებლობას" კონკრეტული ქმედებებით და შეწყვიტოს ტაივანის შეიარაღება რაიმე ფორმით- განაცხადა ტაივანის საქმეთა ოფისის წარმომადგენელმა. აშშ-ს კონგრესმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უკრაინის, ისრაელის და ტაივანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში დახმარებას უზრუნველყოფს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში