პრაღაში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება

07 ოქტომბერი 2022, 11:58 414 ნახვა

პრაღაში ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის მეორე დღეა. ევროკავშირის ლიდერები არაფორმალურ შეხვედრაზე სამ ყველაზე აქტუალურ საკითხს განიხილავენ, როგორებიც არის: რუსეთის ომი უკრაინაში, ენერგორესურსები და ეკონომიკური მდგომარეობა.

ევროპული საბჭოს პრესრელიზის მიხედვით, ლიდერები ასევე განიხილავენ თუ როგორ გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა.

ასევე გუშინ სამიტის პირველი დღე შეაფასეს ლიდერებმა. მათი თქმით, ეს არის უფრო ფართო მოგზაურობა ევროპისკენ და მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ერთობლივი მოქმედებით არის შესაძლებელი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში