ბათუმის საბრძოლო აკადემიის ორი მებრძოლი GFC 18-ზე იჩხუბებს

11 ოქტომბერი 2022, 10:33 953 ნახვა

5 ნოემბერს თბილისი შერეულ ორთაბრძოლებში GFC 18-ს  უმასპინძლებს. GFC-ის ლიგიდან ბათუმის საბრძოლო აკადემიის ორ მებრძოლს უკვე მოუვიდათ კონტრაქტები, რომელზეც ხელი ორივემ მოაწერა და ტურნირში მონაწილეობაზე დათანხმდა.

თბილისის რინგზე ბათუმის საბრძოლო აკადემიის ღირსებას გოჩა შაინიძე და მაილბეკ სულუმოვი დაიცავენ. ორივე სპორტსმენი დაუმარცხებელია.

აღსანიშნავია, რომ თავიანთი ბრძოლები ორივეს პირველივე რაუნდში, ნოკაუტით აქვთ დასრულებული.

გოჩა შაინიძის მეტოქე სომხეთის წარმომადგენელი ჰარუთუნ ჰარუთუნიანი იქნება, მაილბეკ სულუმოვი კი ლევან კირთაძესთან იბრძოლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში