საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდური შეჯიბრება საფრანგეთთან წააგო

13 ოქტომბერი 2022, 11:32 662 ნახვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურ ასპარეზობაში პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. საქართველომ საფრანგეთის ნაკრებთან 1-4 წააგო და გუნდურში მედლის გარეშე დარჩა.

ერთადერთი მოგება 90 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილის ანგარიშზეა. ეთერ ლიპარტელიანმა, გიორგი ტერაშვილმა, ნინო გულბანმა და სოფიო სომხიშვილმა წააგეს.

ინდივიდუალურ ასპარეზობებში საქართველოს ნაკრებმა ჯამში 4 მედალი მოიპოვა. აქედან ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი. მსოფლიო ჩემპიონი 81 კგ. წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი გახდა.

ბრინჯაოს მედლები კი ლაშა ბექაურმა, ლუკა მაისურაძემ და გურამ თუშიშვილმა მოიპოვეს. საერთო ჩათვლაში ამ შედეგებით საქართველომ გუნდური მე-6 ადგილი მოიპოვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში