ბათუმელი ტანმოვარჯიშეების წარმატება

13 ოქტომბერი 2022, 14:18 531 ნახვა

თბილისში გამართული ნელი სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში წარმატებული აღმოჩნდა ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენებისთვის, რომელთა ანგარიშზეც სამი ოქროს მედალია.

ტურნირი, ორი დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა და სომხეთის 110 წარმომადგენელს მასპინძლობდა. 

ოქროს მედალს თავისუფალ ვარჯიშში ლანა აბაშიძე, ხოლო მრავალჭიდსა და რგოლით ვარჯიშში ერიკა მარტოვა დაეუფლა.

ყველაზე პატარა მონაწილის ტიტული ლანა აბაშიძეს ერგო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში