„კვებითი შუქნიშანი“ - მარი მალაზონიას წიგნის პრეზენტაცია

14 ოქტომბერი 2022, 18:28 790 ნახვა

„კვებითი შუქნიშანი“ -ბათუმში დღეს ექიმი-ნუტრიციოლოგის, პროფესორის, ამავდროულად  საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის  გადაცემა –„პირადი ექიმი-“ს – ავტორისა და ტელეწამყვანის  მარი მალაზონიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას თავად ავტორიც ესწრებოდა. მარი მალაზონიამ   შეხვედრის მონაწილეებს პირადად გააცნო „კვებითი შუქნიშნის“  კონცეფცია და ესაუბრა შუქნიშნის პრინციპზე დაფუძნებულ კვებით რჩევებზე. ასევე კვების როლზე, კვების ტიპებსა და მოდელებზე.  წიგნი გამოსცა გამომცემლობა „ინტელექტმა“ და  დაიწყო სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი, რომლის ფარგლებშიც ავტორთან შეხვედრა და წიგნის პრეზენტაცია საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება. წიგნის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე წიგნების მაღაზიაში. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი