სამშენებლო მასალების გამოფენა ბათუმში

06 დეკემბერი 2025, 11:53 132 ნახვა

მეორე დღეა  ბათუმი სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების გამოფენას მასპინძლობს.  მე-14 საერთაშორისო გამოფენაზე დღეს ორმხრივი შეხვედრების ფორმატში კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ ახალი ბიზნეს კონტაქტები დაამყარონ და ერთმანეთის პროდუქციას გაეცნონ. ღონისძიებაზე  წარმოდგენილია  80-ზე მეტი  კომპანია, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოური. საერთაშორისო გამოფენის  ორგანიზატორი საგამოფენო კომპანია  Expo Batum-ია. სამშენებლო მასალების გამოფენა ბათუმში ყოველწლიურად იმართება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში